საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვერსია წარადგინეს, რომლიტაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება.
კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ცვლილებები ძალაში იქნება დროებით და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები დროებითი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. მეორე მხრივ, კანონპროექტსი დაზუსტდა ტერმინები – “იზოლაცია” და “საკარანტინო რეჟიმი”.
ამ კანონის შესაბამისად მიღებული გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს; მოსახლეობის ჯანმთელობის დაცვის დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას საჯარო დაწესებულებების აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან; საჯარო სერვისების მიწოდებასთან; პირთა მიმოსვლასთან; საკუთრებასთან; შრომასთან; პროფესიონალ ეკონომიკურ საქმიანობასთან; უკანონო მიგრაციასთან; საერთაშორისო დაცვასთან, ან სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭრა.