უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კუთხით აშშ-მა უკრაინისგან ბევრი რამ ისწავლა, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებისთვის 56 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას იქიდან, რაც უკრაინამ ბრძოლის ველზე გააკეთა. მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სისტემების ფლობა საკმარისი არ არის, აუცილებელია მათი სწრაფად და მასშტაბურად წარმოება, მუდმივი ადაპტაცია, რადგან დრონების ტექნოლოგია კვირიდან კვირამდე იცვლება. ვაპირებთ, ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესოები ამ სფეროში და ვფიქრობ, ჩვენი დეპარტამენტისგან მომავალში ნახავთ ამ ტიპის ინვესტიციებს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და იპოვის გზას, რათა ამაში დაეხმაროს.
„იქ, სადაც შეგვიძლია, უკრაინის დახმარება, ჩვენ ვეხმარებით. იქ, სადაც შეგვიძლია, ევროპას მივცეთ მეტი შესაძლებლობა, თავად გააკეთონ მეტი, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ევროპის ერთგულება ამ საკითხისადმი მამხნევებს. შეხედეთ უკვე გამოყოფილი თანხების მოცულობებს. ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წვლილი და უკრაინა პროცესში არანაკლებ ეფექტური იყო, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ეფექტურიც. ამიტომ ჩვენ გვინდა, მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა და ვიპოვით გზას, რომ ამაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

