ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, საქართველო ევროკავშირის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია და იქ მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებაინ.
აღნიშნულით ევროპარლამენტარი იგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის აქტს გამოეხმაურა.
ამასთან, ანა ფოტიგა გიორგი რურუას პატიმრობასაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყალბს ჰყავს, რომლებიც უნდა მოიხსნას.
“მსურს გიორგი რურუას სახელიც ვახსენო, რომელიც დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედია მფლობელია. მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნას,” – განაცხადა ანა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს უკავშირდება და მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.