“გადაწყვეტილება მივიღე გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი! სანამ შეწყალება შევა ძალაში, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა ვერც მაპატიოს. მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს. ვანთავისუფლებ ქვეყნას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის…”
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.