მთავარი ციტატა

“ვისაც ჩემი გატყავება უნდა, ის ისედაც აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“ – უგულავა

“ვისაც ჩემი გატყავება უნდა, ის ისედაც აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“ და სხვა ვისაც ოდნავ აზრი მოეკითხება, ის ვერასდროს ახსნის, რატომ ჩაიგდო ივანიშვილმა თავი ასე მძიმე მდგომარეობაში და რატომ მიიღო თვითდაზიანებები საერთაშორისო თვალსაზრისით. მე რაც დავაკვირდი, ამ 8 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ამ პანდემიის დროს პირველად იგრძნო, რომ ხელისუფლება არის. სამწუხარო ისაა, რომ მათ ეს იგრძნეს იმ პირობებში, როცა ხალხი გამქრალი იყო, ოპოზიცია არ არსებობდა, ქუჩები ცარიელი იყო და პირველად აღიქვეს ეს სრულფასოვნად. პირველივე მოქმედება, რაც განახორციელეს, იყო ის, რომ მოდი, ახლა გადავაგდოთ ყველა და ყველაფერი, იმიტომ, რომ მარტო ვართ და მაგრები ვართო”

გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, 15 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკრეტი გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

იტვირთბა....