ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს..” – ევროპარლამენტარი კუბილიუსი

“მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიწყალა, თბილისი ყოფილი მერი, გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს.”

ანდრიუს კუბილიუსი – ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

იტვირთბა....