ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად” – გიგი უგულავა

საპატიმროს დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, “ოცნება” ოპოზიციაში გადასასვლელად უნდა მოემზადოს, რადგან ის ვერ გაუმკვლავდება იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დარჩება ქვეყანაში.

“უტიფრობა რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, ზღვარგადასული უტიფრობა შეიძლება ვიღაცისთვის დამაჯერებელიც კი აღმოჩნდეს. იმდენად ზღვარგადასულ მატყუარებად ჩამოყალიბდნენ. ამას გამოთვლა ჭირდებოდა. კობახიძე ასეთად არ დაბადებულა, კობახიძე ასეთად ჩამოყალიბდა, გამოითალა გამოიბრძნიდა ის პათოლოგიურ მატყუარად წარბს რომ არ შეხრის. აი ასეთ ქართულ ოცნებასთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ ვართ შიმშილის ზღვარზე და ვერანაირი შუშის თვალებით ნათქვამი ტყუილი შედეგს ვერ მოიტანს. რაც არ უნდა თეთრს ხალათს ამოეფაროს ოცნება, შიმშილი და უბედურება წინ გვაქვს. მე ვფიქრობ მხოლოდდამხოლოდ ოპოზიციის გამარჯვებით და კოალიციური მთავრობით და ახალი რეფორმა არის ის წინა პირობა, რომელიც შეძლებს ამ ჭაობიდან, ეკონომიკური უფსკრულიდან ქვეყნის ამოყვანას. ამიტომ ქართული ოცნება უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად და რაც უფრო ნაკლებ მავნებლობას იზამს მით უკეთესი იქნება მისთვის მომავალში” – განაცხადა უგულავამ

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

 

იტვირთბა....