ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება..” – კალაძე უგულავა ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმაურება

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს [შეწყალების შესახებ] ინფორმაცია არ გვქონდა – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება, გულდასაწყვეტი და არაპოპულარულია.

“ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების. განმარტებების მიხედვით, რომელიც იქნა გაკეთებული. კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაში, რომ ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ისინი მიმართული იყვნენ ზუსტად ამ განწყობით, რომ საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს [შეწყალების შესახებ] ინფორმაცია არ გვქონდა” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

იტვირთბა....