ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

განათლების მინისტრის თქმით, უნივერსიტეტებმა სტუდენტებს სწავლის საფასური გადაუვადეს ან გადახდის გრაფიკი შესთავაზეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესმა სასწავლებლებმა სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური გადაუვადეს ან გადახდის მოქნილი გრაფიკი შესთავაზეს.

ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ჩხენკელმა თქვა, სამინისტრომ ყველა რექტორს რეკომენდაციას მისცა, რომ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ.

ამასთან, როგორც მიხეილ ჩხენკელბა განაცხადა, ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი უცნობია, ხოლო არაა გამორიცხული, მისაღები გამოცდები აგვისტოს თვეში დაიგეგმოს. რაც შეეხება გამოპცების ფორმატს, მინისტრის თქმით, ეს რჩება უცვლელი, ისევე, როგორც იყო.

ასევე, მინისტრის ცნობით, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ეროვნული გამოცდების ჩატარებისას ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.

იტვირთბა....