საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ეროვნული გამოცდების ჩატარებისას ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება.
ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ექნებათ პროტოკოლის მთელი ნუსხა, რომელსაც ივნისში, გამოცდების თარიღთან ერთად გაასაჯაროვებენ.
ამასთან, როგორც მიხეილ ჩხენკელბა განაცხადა, ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი უცნობია, ხოლო არაა გამორიცხული, მისაღები გამოცდები აგვისტოს თვეში დაიგეგმოს. რაც შეეხება გამოპცების ფორმატს, მინისტრის თქმით, ეს რჩება უცვლელი, ისევე, როგორც იყო.