ახალი ამბები მთავარი

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა, კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია” – თემურ ჭყონია

ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ლარის გაუფასურების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას, “BM.GE”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია.

“ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ არის მიმართული ბიზნესის განვითარებისთვის. სებ-ი თავის მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ბიზნესის განვითარებასთან თანხვედრაში არ არის. სებ-ის პრეზიდენტს თავისი ვალდებულება აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რა აქვს და რომელიც ბიზნესთან ურთიერთობაში კავშირში საერთოდ არ არის. სამწუხაროდ, სებ-ის პრეზიდენტს ეს არც აინტერესებს, ბიზნესს რაიმე უჭირს, თუ – არა. მე არც ვიცი, რა როლი აქვს მას ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

რას ვგულისხმობ? – ხან რეფინანსირებას (განაკვეთს) ზრდის, ხან აკლებს, ამით არასტაბილურ სიტუაციას ქმნის. გრძელვადიან, ერთწლიან პროგრამას ვერ ვადგენთ ჩვენ. სებ-ის პრეზიდენტი ბიზნესს აჩვევს და მას ასე ჰგონია, რომ აჩვევს, რომ სხვადასხვა კურსი არის სტაბილური – ჯერ 2.80 ლარი (1 აშშ დოლარის ღირებულება) რომ იყო და 3.00 გახდა, თქვა, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სტაბილურობას და სტაბილური რომლი ციფრია, არ ვიცით. რა არის ეს სტაბილურობის მაჩვენებელი?

და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს ტურიზმი, ბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის, ეკონომიკის განვითარება, სამეზობლოში სტაბილური ეკონომიკა, ე.ი სამოთხე ჩამოგვიყალიბა – ირგვლივ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური და ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ფუნქციასაც კარგავს… სამი მილიარდი შევაგოვეთო და ნელ-ნელა დავიწყეთ ამის ინვესტირებას ბიზნესშიო და არ ჩანს.

მთავარი კითხვაა, როცა ეროვნული ბანკი რეზერვებიდან 20 მილიონ აშშ დოლარს ყიდის, ან 40 მილიოინს, არავის დაუსვამს კითხვა: რატომ 20 და არა – 30, ან 15? რა ფორმულით ყიდის?

აქედან გამომდინარე, მთავარი რა არის? – ნდობის ფაქტორია უმნიშვნელოვანესი და ეს არ არსებობს. 35 წელია ბიზნესში ვარ, საქართველოს ყველა ბიზნესმენს ვიცნობ და ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არის ერთი რამ, რომ სებ-ის პრეზიდენტს არ ენდობა ქართული ბიზნესი, იმის გამო, ის ბიზნესის განვითრებას ხელს ეს არ უწყობს”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

იტვირთბა....