aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ისეთ მდგომარეობაშია ბიზნესი, განსაკუთრებით ტურისტული და სასტუმრო ბიზნესი, რომც გახსნან, ეს ვითარებას ვერ გამოასწორებს,”- ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, ვინაიდან, საქართველოში ეპიდემია კონტროლირებადია, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

თუმცა, ხუხაშვილის მოსაზრებით, ბიზნესი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და შეზღუდვების მოხსნაც ამ რთულ ვითარებას ვერ გამოასწორებს.

“მე ვფიქრობ, რომ შეზღუდვების მოხსნა უნდა დაწყებულიყო აქამდეც, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით ისე ჩანს, რომ ჩვენთან ვირუსის გავრცელების პროცესი დრამატულად არ განვითარდა. საკმაოდ კონტროლირებადი სიტუაციაა და ბუნებრივია, შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს.

ისეთ მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი, ყველა რომც გახსნან, ეს მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. განსაკუთრებით ტურისტული და სასტუმრო ბიზნესი, გინდ გახსენი გინდ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ტურისტი თუ არაა, ან იგივე ფრენები რომ აღადგინონ, არცერთი ქვეყანა გახსნილა და რამე აზრი აქვს?! თუ თბილისიდან ჩხოროწყუში იფრენენ, კიბატონო, დღეში ასჯერ იფრინონ. ფაქტია, რომ საერთაშორისო ტურიზზმი არ არსებობს. შესაბამისად, საერთაშორისო ფრენები არ არსებობს და გახსნა ეს არაა მხოლოდ ვიღაცის კეთილ ნებაზე დამოკიდებებული. ჩვენ გვჭირდება ახალ სამყაროში, სრულიად ახალ პირობებში ეკონომიკური პროცესის წარმართვა, რომელიც მორგებული იქნება ამ პრობლემურ ახალ სამყაროზე,”- აცხადებს გია ხუხაშვილი. .

შეგახსენებთ, 7 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამასთან, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.გარდა ამისა, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

იტვირთბა....