ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეჯოს კლინიკის ექთნის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ – კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება

კორონავირუსზე ჩატარებული კვლევების თანახმად,  ​საგარეჯოს “ნიუ ჰოსპიტალსის” ექთნის ოჯახის წევრებს, ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება ჩაუტარდათ ექთნის ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლეს და ვირუსი არცერთს გამოუვლინდა.

“თუ საგარეჯოში მასთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდება, მაშინ ეს არ ჩაითვლება კახეთის შემთხვევად და რეგიონი ისევ მწვანე ზონად დარჩება“, – ნელი ხიზანიშვილმა.

ხიზანიშვილის ცნობით, ექთნის კონტაქტები 60-იდან 21-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი ​საგარეჯოს “ნიუ ჰოსპიტალსის” სამედიცინო პერსონალის თანბამშრომელს დაუდასტურდა. თუმცა, არსებობს, ეჭვი, რომ პირველადი კვლევის შედეგები არასწორია და მას განმეორებით ტესტირებას ჩაუტარებენ.

იტვირთბა....