კორონავირუსი საგარეჯოს “ნიუ ჰოსპიტალსის” სამედიცინო პერსონალის თანბამშრომელს დაუდასტურდა.
ინფიცირებული ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელიცაა და მისი დაავადება, სავარაუდოდ, აქ მოხდა.
ექთანს PCR ტესტირება ორი დღის წინ ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” მივიდა. მას COVID-19 ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. იგეგმება განმეორებითი ტესტის ჩატარებაც.
ამ ეტაპზე იკვლევენ ექთანთან კავშირში მყოფ 60 ადამიანის ბიოლოგიურ ნიმუშსაც.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საეწრთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.