ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არა მარტო ზელესნკიმ, არამედ დასავლეთმა ამამოძრავებელი ძრავი ჩაუდგა სტაგნაციაში მყოფ, ფაქტობრივად გაჩერებულ უკრაიანას” – მელია სააკაშვილის დანიშვნაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, დასავლეთი და ზელენსკი სააკაშვილს უკრაინელი ოლიგარქების საპირწონედ განიხილავს და ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა გაჩერებული უკრაინის ამოძრავებას შეუწყობს ხელს.

“ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი.

დასამალი არაა რომ მ. სააკაშვილის დანიშვნის მთელი ეს პროცესი უკრაინაში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს პერსონის მნიშვნელობას, ვიდრე მხოლოდ მხარდაჭერა.

ამ გადამწყვეტი ნაბიჯით, არა მარტო ზელესნკიმ, არამედ დასავლეთმა ამამოძრავებელი ძრავი ჩაუდგა სტაგნაციაში მყოფ, ფაქტობრივად გაჩერებულ უკრაიანას. ქვეყანას, რომელსაც კორუფციის მარწუხებში ამყოფებენ და განვითარების საშუალებას არ აძლევენ ადგილობრივი ოლიგარქები. სწორედ მათ საპირწონედ განიხილავს დასავლეთიც და ქვეყნის პრეზიდენტი ზელესნკიც მ.სააკაშვილს.

როდესაც მოგანდობენ 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედს, ეს სულ მინიმუმ ნიშნავს, როგორც შენი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის როლისა და ძალის, ისე იმ რეფორმების კიდევ ერთხელ უპირობო აღიარებას, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს გატარებული.

წარმატები მიხეილ სააკაშვილს ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე!” – წერს ნიკა მელია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ექსპრეზიდენტს, ნიკა გვარამიმაც მიულოცა და ფაქტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....