“გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში.”
ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინის პრეზიდენტი
ზელენსკიმ უკვე მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას.
მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.