საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან მისი კანდიდატურა გაიწვია.