ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პიკი მაშინ გვქონდა, როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა” – მარინა ენდელაძე

“ამ ვირუსთან გათამამება არ შეიძლება, მიღებულმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ ასეთი მშვენიერი შედეგი გვაქვს. გავრცელებულია ინფორმაციაა, რომ ეს ინფექცია არაფერი არ არის, მართლაც რომ არაფერი იყოს, ის ძალიან ხანგრძლივია. ვირუსი ორგანიზმიდან ადვილად არ გადის. საქართველოში, როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა, მაშინ გვქონდა პიკი“

მარინა ენდელაძე – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი

აღნიშნული განცხადება ენდელაძემ, „POSTV“-ის ეთერში გააკეთა. როგორც ენდელაძე აცხადებს, ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებულივითაა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....