aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებულივითაა..” – მარინა ენდელაძე

“გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება – ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს. საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ ვირუსი დამარცხებულივითაა. ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნება იმის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით.” 

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარინა ენდელაძე –  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი

აღნიშნული განცხადება ენდელაძემ, „postv“-ის ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....