მთავარი ციტატა

“სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც”

“სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის მერწმუნეთ, ჩემთვისაც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, მცირე ბიზნესი და ჩვენ სწორედ მცირე ბიზნესს ვეხმარებით ყველანაირად და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრიის გახსნა უფრო ადრე გადმოვწიეთ და არ გავა ბევრი დრო, სანამ სილამაზის სალონებს გავხსნით, მაგრამ აქ ისევე როგორც მოლებში, კაფეებში, რესტორნებში, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და რისკი, ამიტომ კიდევ მეტი დრო გვინდა, რომ შევამოწმოთ და ვნახოთ მათი მზადყოფნა.”

ნათია თურნავა –  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ამის შესახებ ნათია თურნავამ სალონების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამასთან, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.გარდა ამისა, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისაა

 

იტვირთბა....