მთავარი ციტატა

“ტროლები და ბოტები ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება” – კალაძე

“არ ვიცი ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის დამარცხებაში“

კახა კალაძე, თბილისის მერი

ეს განცხადება კახა კალაძემ ფეისბუქის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა

შეგახსენებთ, „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.

იტვირთბა....