„ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პიროვნებებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა – ამის შესახებ ფეისბუქის ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი, ანგარიში აპრილის აქტივობას უკავშირდები.
როგორც „ფეისბუქის“ ანგარიშშია აღნიშნული, საერთო ჯამში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პიროვნებებთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი წაიშალა.
„საბოლოოდ, ჩვენ ამოიღეთ „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ ცხრა ანგარიში. ეს შიდა სივრცეზე ორიენტირებული საქმიანობა წარმოიშვა საქართველოში. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი დაუკავშირა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, როგორც რეგიონში საეჭვო კოორდინირებული ქცევა. ჩვენმა შეფასებამ სარგებლობა მიიღო ადგილობრივი საჯარო მოხსენებებიდან საქართველოში“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ფეისბუქის ადმინისტრაცია ასევე წერს, რომ კომპანიამ საქართველოს მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ფეისბუქანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა.
შეგახსენებთ, გასულ წელს ფეისბუქმა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.