ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – მეხუთე დღეა, ახალი შემთხვევები იკლებს

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ზედიზედ მეხუთე დღეა, რაც  იკლებს.

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 075 შემთხვევა დადასტურდა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ბოლო დღე-ღამეში იტალიაში 236 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 29 315-ს აღწევს.

შეგახსენებეთ, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 213 013 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 85 231 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ პირველად იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.

იტვირთბა....