ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვაშაძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, მაგრამ ვაშაძემ სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.