ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში, რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

როგორც ცნობილია, ყაველაშვილთან ერთად, ვატიკანში გაემგზავრება ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც მაკა ბოჭორიშვილი, ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე იქნებიან.