ვიზალიბერალიზაციის თემა არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული განცხადებები მანიშნებელია იმისა, რომ მათ სურს საქართველოს სრული იზოლაცია.
“ვიზალიბერალიზაციის თემა არის გამოყენებული რეჟიმის მიერ.ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი – რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხისთვის.მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს.ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან.ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია”– თქვა მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.