ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპაში საფეხბურთო სეზონის განახლება იგეგმება

საფეხბურთო სამყაროში თანდათან ჩნდება კონკრეტული თარიღები, თუ როდის შეიძლება, განახლდეს საფეხბურთო სეზონი სხვადასხვა ქვეყანაში.

სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატში მატჩები ოთხ კვირაში განახლდება. პორტუგალიაში კი ლიგის განახლების კონკრეტული თარიღი უკვე ცნობილია – 30 მაისი – ამის შესახებ ქვეყნის პრემერ-მინისტრმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

არსებული ცნობით, დანიელები და პოლონელები რესტარტს 29 მაისს, ჩეხები – 25 მაისს აპირებენ, ბუნდესლიგაში კი 15 მაისს დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია.

რაც შეეხება ინგლისს, პრემიერლიგამაც გამოთქვა სეზონის დასრულების სურვილი. კლუბებს უკვე შეატყობინეს, რომ ეს მოხდება ნეიტრალურ მინდვრებზე. სავარაუდო განრიგი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატები აღარ დასრულდება საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და არგენტინაში.

რაც შეეხება კორონავირუსის გამო სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებულ ზოგად შეზღუდვებს, მაგალითად, პორტუგალია კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს იტალიაც.  შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ. ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმაც, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

იტვირთბა....