მთავარი ციტატა

“ალერგია მაქვს კაბინეტებზე”- მიხეილ სააკაშვილი

“ვფიქრობ, უახლოეს ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე.”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა.

უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ~ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უახლოეს დღეებში უკრაინის მთავრობაში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშნავენ.

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.

იტვირთბა....