ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაში დრონებით დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ ქალაქის მერზე, სერჰი ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე დაშავებული 12 ადამიანის შესახებ. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, — განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მერის თქმით, ყველა დარტყმა უშუალოდ საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა.

იტვირთბა....