საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უახლოეს დღეებში უკრაინის მთავრობაში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშნავენ.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წყაროზე დაყრდნობით წერს.
“შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ის მთავრობას დაეხმარება“ , – განაცხადა გამოცემის წყარომ.
ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.