ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთში, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი დააკავეს

რუსეთში, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი – რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, ანდრეი ჩიბისს ბრალად თაღლითობა, თანხების მითვისება და გაფლანგვა ედება.

ვოლკის თქმით, ჩიბისის დაკავება გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებიდან 39 მილიონი რუბლის მითვისებისა და 1 მილიარდ რუბლზე მეტის გაფლანგვის საქმეს უკავშირდება – გამოძიება ასევე უკანონო გადარიცხვებსაც მოიცავს.

ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.

იტვირთბა....