ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსისგან 250 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 3.5  მილიონს გადააჭარბა, ხოლო ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 250 ათასს აღემატება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 3  მილიონ 646 ათას 413 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 252 ათას 425 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 200 ათას 317 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით ისევ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

პანდემიის დროს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითრაება იცვლება და ზოგი ქვეყანა დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.

პორტუგალიამაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

იტვირთბა....