aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებლი საგანგაშოა… მნიშვნელოვანია მათი რეგულარული ტესტირება”

“მედპერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშოა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი მინიმალურადაა დატვირთული. სხვა ქვეყნებში ასეთი მაღალი პროცენტი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის შედეგი იყო. ამიტომაა მნიშვნელოვანი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში და არა მხოლოდ COVID-19-ის კლინიკებსა და “ცხელების კლინიკებში” მედპერსონალის:
– რეგულარული ტესტირება
– სათანადო ეკიპირება
– უწყვეტი ტერნინგი პაციენტთა ნაკადების მართვასა და ინფექციის შიდა გავრცელების მექანიზმების სრულყოფაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზურაბ ჭიაბერაშვილი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

სოციალური ქსელი “ფეისბუქი”

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით მედპერსონალთა ინფიცირება 12,7%-ია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა კახეთში.

დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....