ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

ჯამში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....