კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდგინდა – ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტს სწავლობენ.
კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
დღეს დილით საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში კორონავირუსით 8 პაციენტია გარდაცვლილი.
საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.