მთავარი ციტატა

“ამის განხილვა ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე 200-ლარიანი თუ 300-ლარიანი პაკეტი”

“რა თქმა უნდა, ვინ იტყვის, რომ სოციალურად ნაკლებად შეძლებულ ფენას, ან პენსიონერებს რატომ ვაძლევთ ფულად დახმარებას?! ამის თქმა ძალიან არაპოპულარულია. ბუნებრივია, ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ახლა ვაკეთებთ, ის არის, რომ ვისესხებთ ძალიან ბევრ ფულს და ამ ფულს დავარიგებთ გარკვეულ სოციალურ ფენებზე და ამით ამოიწურება ეს რეაგირება, რაც არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა მოხდეს. ამიტომ უმჯობესია, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ანუ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ხედვა უშუალოდ ეკონომიკაში სექტორების მიხედვით რა გათვლები აქვს, რა პროგნოზები… ვფიქრობ, ამის განხილვა ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე 200-ლარიანი თუ 300-ლარიანი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სოციალური პაკეტის განხილვა, როგორც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის სტიმულირების გეგმის, არ იქნებოდა სწორი.”

გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.

იტვირთბა....