“ყველა გადატანილი დაავადების შემდეგ ყალიბდება ე.წ. იმუნიტეტი, გამომუშავდება G ანტისხეული, ანუ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომ ადამიანის დაინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს, ასევეა კორონავირუსული ინფექცია. იმისთვის, რომ გავიგოთ, ეს გამომუშავებული იმუნიტეტი რამდენად ხანგრძლივია, ამისთვის დაახლოებით 6 თვე, ერთი წელი უნდა გავიდეს და დაავადება გადატანილ ადამიანებს ისევ უნდა განესაზღვროთ G ანტისხეულები.“
ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი
გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, პაციენტთან გამომუშავდება ანტისხეულები და მას ხელმეორედ ინფიცირების რისკი არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.