მთავარი ციტატა

“ომის პერიოდში სააკაშვილი რუსეთის წარმომადგენლის შეთავაზებით, იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით”

“მაგალითისთვის მოგიყვანთ აგვისტოს ომს. 9 აგვისტომდე სააკაშვილის მთავრობა არ აღიარებდა, რომ რუსეთი რამე ფორმით ჩართული იყო ამ შეიარაღებულ აგრესიაში. მან არათუ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ ივლისში შეეძლო, არამედ, რუსეთის წარმომადგენლის შეთავაზებით, იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქიდან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით და საერთოდაც, “სამხრეთ ოსეთი ის მორყეული კბილია, რომელიც შეიძლება, მოიძრო“, ვციტირებ. არის ციტატები, არის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჩვენს ექსპერტებთან ერთად იყო შედგენილი. მან ყველაფერი გადახაზა.”

გია ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი

ამის შესახებ ვოლსკიმ უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუში „პულსში“  საუბრისას განაცხადა. 

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესაძლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა. 

პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა. 

საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.

იტვირთბა....