ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში გამოკვლეული 38 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილებაში 38 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და კორონავირუისზე ყველა უარყოფითია.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 12 ადამიანი, ხოლო საკარანტინო სივრცეებში კი 592 მოქალაქე იმყოფება.

შეგახსენებთ, დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოც. ჯამში კი ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. გარდაიცვალა 5.

იტვირთბა....