ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლენტეხში კოვიდინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ასევე უარყოფითია საკონტროლო პირველადი შედეგი მის მცირეწლოვან შვილთანაც, თუმცა ექიმები განმეორებითი ტესტირების შედეგს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მამა-შვილი ერთად დატოვებს საავადმყოფოს.

ლენტეხში პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა.

გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოც. ჯამში კი ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. გარდაიცვალა 5.

იტვირთბა....