თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პირიანმოთავსებული.
„ჩვენთან 46 პაციენტი წევს, აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გახლავთ ერთი, ბოლნისის წყაროდან. ახალგაზრდა პირი და მას არც თანმდევი დაავადებები არ აქვს და არც რისკჯგუფში არ შედის. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გუშინ ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა და გაფართოებული კვლევები, შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის პნევმონია, თავისი ზოგადად საშუალო მდგომარეობით.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს 45 დადასტურებული, აქედან 17 მძიმე პნევმონიით რჩება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. გვყავს ცხრა მოზარდი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული დაგვემატა, რომელმაც დატოვა კლინიკა“, – განმარტა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. გარდაიცვალა 5.