ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ, ქვეყნის ექიმები, ერთი დიდი ოჯახი ვართ” – ლევან რატიანი

“რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ ქვეყნის ექიმები განცალკევებულები ვიყავით, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ლევან რატიანის განმარტებით, დღეს ექიმების შეკრების მიზანი მკურნალობის ერთიან სქემაზე შეთანხმება იყო.

„ექიმები ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ, აქედან გამომდინარე, ინტერნეტ სივრციდან გადმოვედით სამუშაო სივრცეში. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ.

დღევანდელი შეკრების მიზანი ჩემი ინიციატივა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივა სწორედ ეს არის. ქვეყნის ექიმები, რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ ვიყავით განცალკევებულები, არა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება”, – აღნიშნა რატიანმა.

დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, 25 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

იტვირთბა....