ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 132 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, STOPCOV.GE-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ხუთი პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 555 პირი.

იტვირთბა....