დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ შეხვედრა მოეწყო საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივით და იყო პირველი მცდელობა, რომ ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში.
„ძალიან დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოხდა წინასწარი შედეგების განხილვა, გაიმართა საქმიანი მსჯელობა ამ დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, პირველ ქართულ გამოცდილებაზე, წარმატებულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე.
დიდი იმედია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თითოეული მონაწილის ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, რაც წარმატებით იქნება გამოყენებული მომავალ მართვაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრიის დასრულების შემდეგ.