„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 63 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, აქედან 39-ს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. გუშინდლამდე 40 პაციენტი გვყავდა, გუშინ 1 პაცინეტი გავუშვით სახლში გაჯანმრთელებული. ძალიან გაგვიხარდა ყველას ეს ამბავი. დღეს რეტესტირებას ჩავუტარებთ კიდევ ერთ პაციენტებს და თუ ისევ ნეგატიურ პასუხს მივიღებთ, მასაც გავუშვებთ სახლში. ასე რომ, ნელ-ნელა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები დაადგნენ გამოჯანმრთელების გზას, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან ახარებს“
ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.
გარდა ამისა, დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.