ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევის დაფიქსირების გამო ორ სოფელში ზომები გამკაცრდა

დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ჯამში ვირუსის 80  დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ოთხი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფლებში ხატისოფელი და მუშევანი ზომები გამკაცრდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

 

იტვირთბა....