ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 87 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.7 მილიონს გადააჭარბა. ხოლო, ბოლო 24 საათში ,მსოფლიოში ინფიცირების 87 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 726 ათას 274 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 191 ათას 074 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 749 ათას 751 – გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 87 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 6 809 შემთხვევა.

მონაცემებიდან ჩანს, რომ წინა დღესთან შედარებით, ერთ დღეში მსოფლიოში ინფიცირებისა და არდაცვალების რაოდენობა გაიზარდა.

ცნობისთვის, 23 აპრილის მონაცემებით, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 81 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 6 577 შემთხვევა.

ხოლო, 22 აპრილის მონაცემებით, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 75 361 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების კი  7 206  შემთხვევა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით ისევ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....