მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა. ხოლო, ბოლო 24 საათში ,მსოფლიოში ინფიცირების 80 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2 მილიონ 639 ათას 122 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 184 ათას 265 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 722 ათას 290 – გამოჯანმრთელდა.
ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 81 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 6 577 შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ წინა დღეებთან შედარებით, მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირედა.
ცნობისთვის, 22 აპრილის მონაცემებით, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 75 361 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალების კი 7 206 შემთხვევა.
მონაცემებიდან ჩანს, რომ წინა დღესთან შედარებით, ერთ დღეში მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, ხოლო გარდაცვალების რაოდენობამ იკლო.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით ისევ მოსდევს ესპანეთი და იტალია.
ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.