COVID 19-ის სწრაფი და მასშტაბური გავრცელების გამო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვაიომინგის შტატში უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმას, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების დროს შტატებსა და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს, საშუალება ეძლევათ, ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ში გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ კი – ნახევარ მილიონს.