ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 2  მილიონ 557 ათას 917 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 177 ათას 688 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 695 ათას 325 – გამოჯანმრთელდა.

ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 75 361 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვალების 7  206  შემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ წინა დღეებთან შედარებით, მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირედა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში ინფიცირების რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, ვირუსით  819 175 ადამიანი დაინფიცირდა, 45 343  პირი გარდაიცვალა, ხოლო 82 973 – გამოჯანმრთელდა.

ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად ყველა შტატი ერთდროულად გამოცხადდა უბედურების ზონად.

აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....